1. ქ. თბილისის მიწათსარგებლობით გენერალურ გეგმაზე დატანილი შეზღუდვითი ზონების, ფენებისა და კონტურების მიზანია ასახოს ქალაქის ტერიტორიაზე საკანონმდებლო მოთხოვნებითა და საუკეთესო საერთაშორისო სამშენებლო პრაქტიკით დადგენილი სამშენებლო შეზღუდვები, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი ან დასაგეგმი განვითარებებით ქალაქის გარემოსდაცვითი, ლანდშაფტური, კულტურული და ტექნიკური ღირებულებების ხელყოფა ან ისეთი პარალელური განვითარების გაჩენა, რომლებიც წინააღმდეგობრივია ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში.
2. შეზღუდვითი ზონების გათვალისწინება სავალდებულოა ყველა იმ განვითარებისათვის, რომელიც იგეგმება მოცემული ტერიტორიების ფარგლებში.
3. შეზღუდვითი ზონების გამომწვევი მიზეზების კომპენსირება ან მათთან დაკავშირებული საფრთხეების ნეიტრალიზება, ისევე როგორც კვლევის საფუძველზე დამტკიცებული შეზღუდვათა არარელევანტურობა, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მოცემულ ტერიტორიაზე მოქმედი უფლებრივი ზონის ცვლილების საფუძველი ტერიტორიაზე გავრცელებული ფუნქციური ზონის ფარგლებში და მისი მიმდებარე განვითარებების გათვალისწინებით