1. ქალაქგეგმარებით შეზღუდვები ასახავს და ითვალისწინებს ქალაქის ძირითადი სტრატეგიული გეგმარებითი დოკუმენტითა (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით) და მისი კონცეფციით წარმოდგენილ მიდგომებს და ემსახურება მათ განხორციელებას.
2. ქალაქგეგმარებითი შეზღუდვების ძირითადი მიზანია გამიჯნოს განაშენიანებული და გაუნაშენიანებელი ტერიტორიები და უზრუნველყოს ქალაქის კომპაქტური და მდგრადი განვითარება, მისი ფორმის, ვიზუალური იერსახისა და თვითრკვევადობის შენარჩუნება.
3. ქალაქგეგმარებითი შეზღუდვები დადგენილია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით და ქალაქის არსებული განაშენიანების, მწვანე სივრცეების, მათ მიჯნაზე მოქმედი სხვა ტიპის შეზღუდვებისა და საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით.
4. სასოფლო და სააგარაკე ტერიტორიებთან მიმართებაში, ქალაქგეგმარებითი შეზღუდვები ასევე ემსახურება სამოსახლეო და სამეურნეო ტერიტორიების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, უკანასკნელის დაცვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოცემული დასახლებების ცხოვრების ჩვეული რიტმისა და ფორმის შენარჩუნება და აუცილებელი რესურსების დაცვა.
5. ქალაქგეგმარებითი შეზღუდვებით გამოყოფილი გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ფარგლებში საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მსგავსი განვითარებისათვის დამახასიათებელი ურბანული ცოცვის მაინიცირებელი სპეციფიკ