1. ქალაქმშენებლობით განვითარებაში ეკოლოგიური პოლიტიკის სრულყოფის ძირითად მიზანს წარმოადგენს გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების ეკოლოგიურად დასაშვებ დონემდე შემცირება.

2. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საერთო საქალაქო ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებში ასრულებს კომპლექსური საკოორდინაციო დოკუმენტის ფუნქციას და ეყრდნობა ისეთ ურბანულ ინდიკატორებს, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ბუნებრივი ლანდშაფტის ეკოლოგიური მონიტორინგი, რომელსაც განახორციელებს როგორც რეგიონალური, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

3. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ხორციელდება:

ქალაქის არსებული ეკოლოგიური სიტუაციის ანალიზი.

ზღვის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.

ნავთობტერმინალის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება და კონკრეტული ადგილისთვის გზშ-ს დამუშავება.

სანაპირო ზოლის მორეცხვის აღკვეთის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.

ა) გარემოს დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა – განიხილება არა მხოლოდ მიმდინარე საკითხებთან ერთობლიობაში, არამედ მომავალი თაობების უფლებების გათვალისწინებით – სრულად გამოიყენონ ბუნებრივი რესურსების პოტენციალი (მდგრადი განვითარების ფუნდამენტური პრინციპი);

ბ) ბათუმის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემო წარმოადგენს ერთიან ბუნებრივ-ეკოლოგიურ კარკასს, რომლის შემდგომი განვითარება-ჩამოყალიბება განიხილება ცალკეული ბუნებრივი და გამწვანებული ტერიტორიების გამაერთიანებელი მდინარეებისა და ტბების ერთიანი ქსელის სახით;

გ) ქალაქის ეკოსისტემის მდგრადობა ეყრდნობა გამწვანებული სივრცეების და ხევების შემკრები ადგილობრივი მდინარეების ბუნებრივ-ლანდშაფტური კარკასის - ქალაქის ტერიტორიის ბუნებადამცავი და რეკრეაციული, ფუნქციური ქვესისტემის შენარჩუნებას, განვითარებას, ვიზუალური გახსნასა და აქცენტების გაძლიერებას;

დ) პრიორიტეტულია ქალაქის ირგვლივ ბუფერული გამწვანების ზონის შემდგომი განვითარება, დეგრადირებული ტერიტორიების, მწვანე ნარგავებისა და ლანდშაფტური სივრცეების აღდგენა;

ე) გარემომცველ რეკრეაციულ ტერიტორიებზე სააგარაკო და საბაღე ნაკვეთებისათვის ახალი ტერიტორიების გამოყოფა ორიენტირებულია მხოლოდ მათი განაშენიანების სისტემური ორგანიზაციის ფარგლებში;

ვ) ფუნქციაშეცვლილი საწარმოო და სხვა უსარგებლო ტერიტორიების რეკულტივაცია და სანაცია განხორციელდება მხოლოდ სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მისი შემდგომი უფრო ღირებული ფუნქციისათვის გამოყენების მიზნით;

ზ) საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამარხვის, გაუვნებელყოფის და უტილიზაციის მიზნით განვითარდება შესაბამისი საქალაქო ინფრასტრუქტურა;

თ) პრიორიტეტულია საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ტერიტორიებზე, რეკრეაციულ ზონებში აკუსტიკური დისკომფორტის ლიკვიდაცია ტერიტორიის ფუნქციური ზონირების, გამწვანების, განაშენიანების თანამედროვე მეთოდების, მოძრაობის ორგანიზაციის, სპეციალური საინჟინრო ნაგებობების, ძირითადი მაგისტრალებისა და რკინიგზის გასწვრივ ხმაურდამცავი ფარების მოწყობის საშუალებით;

ი) პრიორიტეტულია საცხოვრებელ ტერიტორიებზე უხიფათო გარემოს შექმნა ეკოლოგიურად მავნე და ტექნოლოგიურად მოძველებული საწარმოების პროფილის შეცვლის, მოდერნიზაციის და ლიკვიდაციის და საწარმოსა და საცხოვრებელ ტერიტორიებს შორის მწვანე ბუფერული ზონის ორგანიზაციის ხარჯზ