1. ქალაქის წყალმომარაგების უმთავრეს ამოცანებია:
ა) წყლის მოხმარების რაციონალიზაცია, რისთვისაც უნდა გატარდეს ენერგოდამზოგი ღონისძიებები (თვითდინებით სისტემაზე გადასვლა; სატუმბო სადურებში მძლავრი ტუმბო-აგრეგატები შეიცვალოს რენტაბელური დანადგარებით – აწევის სიმაღლის ზუსტი განსაზღვრა და აგრეგატის შერჩევა);
ბ) მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელებზე მინიმუმამდე შემცირდეს განაჟონები.
გ) წყლის უყაირათოდ ხარჯვის აღკვეთის მიზნით, წყლის დანაკარგების მოცულობის განსაზღვრისა და, შესაბამისად, სარეაბილიტაციო ქსელების რიგითობის დადგენისათვის ქსელები კვანძებში აღიჭურვოს სათანადო დიამეტრის წყალმზომებით, ხოლო ყველა ბინა წყლის მრიცხველებით, გადაეცეს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში წყლის ხარჯის აღრიცხვის უფლებამოსილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, მოეწყოს წყლის მეორადი ბრუნვითი სისტემები მსხვილ სამრეწველო ობიექტებზე, ტექნიკური წყალი გამოყენებულ იქნეს ქუჩების და ავტომანქანების რეცხვისათვის;
დ) დამუშავდეს და დაინერგოს ავტომატიზებული მართვის სისტემა;
ე) ხელი შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.
2. მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსათვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი.
3. გაკონტროლდეს წყლის დამზოგი ან საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების ტექნოლოგიის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამრეწველო ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება.
4. სათავე ნაგებობის, წყალსადენების, წყალსადენის ქსელის სატუმბო სადგურების, რეზერვუარების და სისტემის სხვა ნაგებობების მუშაობის რეჟიმის ან მათი პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებული ღონისძიება განხორციელდეს მხოლოდ მათ შორის ურთიერთკავშირის და ურთიერთგავლენის გათვალისწინების შემთხვევაში.
5. წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2007 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) აღებული სესხისა და ბთუმის მერიის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის განხორციელება 3 ფაზად მიმდინარეობს და მისი ღირებულება 115 მილიონ ევროს შეადგენს.
ინვესტირება სამ ეტაპად მიმდინარეობდა:
პირველი ეტაპი – 17.1 მლნ. ევრო 2007 – 2010 წლები მეორე ეტაპი – 35.0 მილ. ევრო 2009 – 2012 წლები მესამე ეტაპი – 35,0 მლნ. ევრო 2012 – 2014 წელი. გერმანული ბანკის სესხით განხორციელებული წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები:
დასრულებული პროექტები:
• ქ.ბათუმის წყლის და კანალიზაციის რეაბილიტაციის მთავარი სამუშაოები;
• კანალიზაციის სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია (2 ერთეული);
• წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა;
• მეჯინისწყლისა და ბარცხანის სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია;
• წყლის სათავე ნაგებობიოს რეაბილიტაცია (3 ერთეული);
• მაგისტრალური წყალსადენი მილის მშენებლობა (64 კმ);
• წყლის ახალი გამანაწილებელი მილების მშენებლობა სახლების მიერთებების ჩათვლით (564 კმ);
• ახალი საკანალიზაციო მილების მშენებლობა სახლების მიერთებების ჩათვლით (352კმ).
• მიმდინარე პროექტები:
• ინჯალოს რეზერვუარის მშენებლობა (95%)
• წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები შავშეთის, მეჯინისწყლის, მელიქიშვილის, გიორგი ბრწყინვალეს და მთისძირის ქუჩებზე (40%);
• წყლის გამრიცხველიანება – 1 082 კარადა;
• ზღვის სანაპირო ზოლის სარფი-გონიო-კვარიათის სკანალიზაციო სისტემის მოწყობა (80%);
• ადლიის გამწმენდი შენობა-ნაგებობის მშენებლობა (65%);
• ბათუმისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროგრამა – წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაციაა. იგი გერმანიის სახელმწიფო ბანკისა (kfW) და ბათუმის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ბათუმის წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების უმეტესი ნაწილი მოძველებული და ამორიზებულია. ნონსენსია, მაგრამ ქალაქი, რომელიც დღეს უკვე თითქმის 150 ათას მოსახლეს ითვლის, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დამონტაჟებული იმ კომუნიკაციებით სარგებლობდა, რომელიც დაახლოებით 50 ათას კაცზე იყო გათვლილი. ქალაქის მთელ რიგ უბნებს არ გააჩნია სანიაღვრე არხები. მიწისქვეშა კომუნიკაციებზე მიმდინარე სამუშაოები იმდენად მასშტაბურია, რომ გრაფიკი რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი.
• პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. სესხის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია, აღნიშნულის პარალელურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
• KFW სესხის სახით სულ 72,10 მლნ ევროს გამოყოფს, ხოლო გრანტის სახით კიდევ 15 მლნ ევროს; ევროკავშირი – 4 მლნ. ევროს; აჭარის ა.რ-ს ბიუჯეტიდან გახარჯულია 10 მლნ ევრო, ხოლო ქ. ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 14,7 მლნ ევრო; პროექტის მთლიანი ღირებულებაა 115,8 მლნ ლარი.
• ზღვაში ჩამშვები საკანალიზაციო მილის მშენებლობა (45%)
ქ. ბათუმის წყალმომარაგების გეომეტრიული ქსელი, ჰიდრანტი, სატუმბო, ცენტრალური ურდული, სააბონენტო ყუთი და წყლის მილებ