1. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რომლის  განვითარების ძირითადი მიმართულებები ეფუძნება რესურსების დაზოგვის, სისტემების მუშაობის საიმედოობის, ეკონომიურობის და უსაფრთხოების პრინციპებს; ხოლო წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების სისტემების განვითარება ორიენტირებულია ამ სისტემების მმართველ კერძო კომპანიებთან ურთიერთშეთანხმებული კომპლექსური სამუშაო სისტემის შექმნაზე, რომელიც ზედმეტი რესურსის ეკონომიკურად გამოყენების, მათ შორის, ტერიტორიების გამოთავისუფლების ხარჯზე (ელექტროგადამცემი ხაზების დაკაბელება და სხვა) და მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის დაზოგვისაკენ იქნება მიმართული.

2. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება დარგების მიხედვით  გათვალისწინებულია  შემდეგი  მიმართულებებით:  ქალაქის  წყალმომარაგების, სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის, სანიაღვრე კანალიზაციის, სადრენაჟო ღონისძიებების, ელმომარაგების, კავშირგაბმულობის, თბომომარაგებისა და გაზიფიკაციის კუთხი