დამტკიცდეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი:
7.1. კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ყველა ზონის ტერიტორიისათვის დაუშვებელი (აკრძალული) უძრავი ქონების (ობიექტების) სახეობებია:
ა) უძრავი ქონებები (ობიექტები), რომელთა შესაბამის ზონის ტერიტორიაზე განთავსებაც (მშენებლობაც) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში ასახული ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალით (რეგლამენტით), მათ შორის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით, დასაშვები არ არის;
ბ) ხის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) საცხოვრებელი სახლები;
გ) ხის სხვა შენობა-ნაგებობები, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) შენობა-ნაგებობები, გარდა:
გ.ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ზონის ტერიტორიაზე’ (სოფზ’) მდებარე მიწის ნაკვეთის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა;
გ.ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ყველა ზონის ტერიტორიაზე ქარხნული წესით დამზადებული საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, სტაციონარული არქიტექტურული ფორმების, კაფე-ბარის, რესტორნის, ბუნგალოს და სხვა მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და მათი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობებისა.
7.2. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი ვრცელდება როგორც ახალმშენებლობაზე, ისე არსებულის რეკონსტრუქციაზ