1. ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწესრიგება უპირატესად დაკავშირებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების რეგიონალურ ტენდენციებთან – აგლომერაციის გამჭოლ აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსნაციონალური მაგისტრალის და ყარსი-ერზერუმის მიმართულებით საქართველოს მეორე ღერძის განვითარებასთან. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ტრანზიტული სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქიდან გატანა.

2. ბათუმის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთიანი სტრატეგიის მიხედვით სატრანსპორტო კომუნიკაციები ეყრდნობა შემდეგ პარამეტრებს.

ა) ჩქაროსნული მაგისტრალი;

ბ) შიდა საქალაქო მაგისტრალები;

გ) მაგისტრალებს შორის ქუჩების ქსელი.

3. სატრანსპორტო კომუნიკაციები ასევე ეყრდნობა ზოგად პრინციპებს, რომელიც ამ დიფერენციაციასა და სატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპტიმალური ბალანსის დამყარების საშუალებას იძლევა. კერძოდ:

ა) ჩქაროსნული მაგისტრალები ტრანზიტული ტვირთგამტარი ფუნქციით ჩქაროსნული უწყვეტი მოძრაობის უზრუნველყოფისას, მთლიანად ვითარდებიან შემოვლითი გზით და მათ მიმართ ტრანსპორტის ინტერესები ითვლება პრიორიტეტულად;

ბ) გზის გაბარიტები, კონფიგურაცია, კვანძები მთლიანად ემორჩილება სატრანსპორტო მოთხოვნებს;

გ) შიდა საქალაქო მაგისტრალების განვითარების დროს საქალაქო მაგისტრალური გრძივი და განივი კავშირების სრულყოფა უზრუნველვყოფილია განაშენიანების და ტრანსპორტის თანაბარძალოვანი ინტერესების ურთიერთდაბალანსების გზით. თანაბრად გასათვალისწინებელია როგორც შიდა საქალაქო მაგისტრალების ორგანულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა, ასევე განაშენიანების ინტერესები;

დ) ქუჩების ქსელის, როგორც განაშენიანებისაგან განუყოფელი ორგანული ერთიანობის განვითარება, უზრუნველვყოფილია ქუჩების ქსელის მიმართ ტრანსპორტის ინტერესების მაქსიმალურად შეზღუდვით. უპირატესობა ენიჭება ტრანსპორტის რეგულირების ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და მართვით ოპერაციებს.

4. ბათუმის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შიდა სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწესრიგება დაკავშირებულია შემდეგ ღონისძიებებთან:

ა) მოქმედი საგზაო ქსელის რეკონსტრუქცია; შიდა საქალაქო გზებზე საზოგადოებრივი და კერძო ტრასპორტის ფუნქციონირების დაბალანსება; ინდივიდუალური ტრასპორტის პარკირებისა და შეზღუდული რეჟიმით (მანქანის ტიპების, დროის, დღეების მიხედვით და სხვა) მოძრაობისათვის ტერიტორიული ზონების ორგანიზება;

ბ) შიდა საქალაქო გრძივი მაგისტრალური გზებისა და მათ შორის განივი კავშირების სისტემური მოწყობა, საბაგირო გზების, სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების, გვირაბების შემდგომი განვითარება;

გ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის განუყოფელი ნაწილის სახით ფეხმავალთა ერთიანი სისტემის გამოვლენა და განვითარება;

დ) ავტომობილების მიწისქვეშა შენახვისა და პარკირების ერთიანი სისტემის მოწყობა შესაბამისი დიფერენციაციით (საქალაქო, საუბნო, საცხოვრებელი კომპლექსისა და სხვა) და ოჯახზე 100%-იანი უზრუნველყოფით გზის მიმდებარე და ცალკეულ მოედნებზე, საცხოვრებელი სახლის ცოკოლის სართულებში, მიწისქვეშა ეზოს შიდა სივრცეში განთავსებით.

ქალაქ ბათუმის ქუჩთა ქსელის პერსპექტიული განვითარების რუკებ