ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და რეგიონის მზარდი პოტენციალის გამოყენება, ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინება. საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპების გათვალისწინება მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროგნოზზე ორიენტირებული ქალაქის სამშენებლო განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვა.

ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით აქტუალურია მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიის სამოსახლო რესურსის პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა და განაშენიანების რიგითობა. თავად მშენებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მოთხოვნა-დაკმაყოფილების პროცესზეა დამოკიდებული.

განაშენიანების სავარაუდო ტიპების და შესაბამისი სიმჭიდროვის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის სამოსახლო ტერიტორიების რესურსი რეკონსტრუქციის, სიმჭიდროვის გაზრდის და აუთვისებელი ტერიტორიების გამოყენების ხარჯზე უზრუნველყოფს 200000-მდე მოსახლის განთავსებას.

მოსახლეობის ეს რაოდენობა მხოლოდ მათი განთავსების პოტენციურ შესაძლებლობებზე მიგვითითებს, გამოხატავს არსებული განაშენიანების საზღვრებში ბათუმის მუნიციპალიტეტის სამოსახლო რესურსს, არ არის დაკავშირებული საპროგნოზო მონაცემებთან და გვაძლევს საშუალებას, ქალაქის განვითარება შევინარჩუნოთ არსებულ საზღვრებში, რაც ამავე დროს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს.

ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით სოციალური სფეროს განვითარება ორიენტირებულია ეკონომიკის ძირითად სექტორებზე (სამეცნიერო-საწარმოო, სოციალური, კომერციულ-საქმიანი და ტურისტული), სადაც დასაქმებისა და ძირითადი ფონდების უპირატესი ზრდა სოციალურ და კომერციულ-საქმიან სექტორში იქნება მიმართული. კერძოდ:

ა) სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის ინტერესები უკავშირდება დაწესებულებათა შემდეგ ტიპებს – პენსიონერთათვის, ინვალიდთათვის, სტუდენტური ოჯახებისათვის, ლტოლვილთათვის, უსახლკაროთათვის, ზრუნვამოკლებულ პირთათვის;

ბ) ამ ტიპის დაწესებულებათა რიგში გათვალისწინებული იქნება სოციალური დაცვის ტერიტორიული ცენტრები, დროებითი და მუდმივი სტაციონარები, სანატორიუმები, საზაფხულო-გამაჯანსაღებელი ბანაკები, პროფესიული სწავლებისა და სოციალურ-პროფესიული რეაბილიტაციის ცენტრები, სანიტარიულ-ჰიგიენური ორგანიზაციები, თავშესაფრები;

გ) განათლების სფეროში პერსპექტიული განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს სასწავლებლების მრავალფეროვან ტიპებზე, მოსწავლეზე, ნორმატიული 10-16 მ2/1 ფართით;

დ) კულტურისა და გართობა-დასვენების სფეროში ყურადღება გამახვილდება უბნებში მინიმალურ გარანტირებულ მომსახურებაზე, მათ შორის მხატვრული და ტექნიკური შემოქმედების, კლუბების, საგამოფენო დარბაზების, საბავშვო პარკებისა და დასვენების ცენტრების და საინფორმაციო ცენტრების განვითარებაზე.

9. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის პოლიფუნქციური – ადმინისტრაციული, საქმიანი, საფინანსო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათი განაპირობებს მის გარდაუვალ რეორგანიზაციას, რაც გულისხმობს ქალაქის ფარგლებიდან სამეურნეო და სპეცდანიშნულების ფუნქციათა დიდი ნაწილის გადინებას პერიფერიულ ზონებში.

10. ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტის მრეწველობის საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალი, მისი რესტრუქტურიზაციის გზები და ქალაქწარმომქმნელი ფაქტორები, ქვეყნის რეგიონალიზაციის გათვალისწინებით და საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის მეორადი სექტორის დარგების რეორიენტაციის პირობებში, მიმართულია შემდეგ ტენდენციებზე:

ა) ქალაქის ფარგლებში წარმოების განთავსება ხორციელდება “თანაბარი” პრინციპზე დაყრდნობით;

ბ) წარმოების განვითარების დროს უპირატესობა ენიჭება იმ საწარმოებს, რომლებიც გამოირჩევიან ტექნოლოგიურობით, ენერგომომჭირნეობით და მასალის დანახარჯის სიმცირით. ასეთი ტიპის საწარმოები უმეტესად ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევიან და სავსებით შესაძლებელია მათი განთავსება საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცის ფარგლებშ