კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი კოეფიციენტები:

4.1. საცხოვრებელი ზონა – 3 (სზ-3), დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა – საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1,3-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.

4.2. საცხოვრებელი ზონა – 5 (სზ-5), საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) დომინირებული სახეობა – საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 1,8-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.3. საცხოვრებელი ზონა – 6 (სზ-6), მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა – საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 2,2-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.4. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 1 (სსზ-1), საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე  (შერეული ზონა);

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,6;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 2 (სსზ-2), განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა:

ა) დომინირებული სახეობა – საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 4,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 3 (სსზ-3), განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა:

ა) დომინირებული სახეობა – საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;

გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე – 15 მეტრი;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.7. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.8. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), სარეკრეაციო ზონა (რზ), სამრეწველო ზონა 1 (ს-1), სამრეწველო ზონა 2 (ს-2), სპეციალური ზონა (სპეცზ), სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ), სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) და სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2), სამხედრო ზონა(სდზ), სანიტარიული ზონა (სანზ): კოეფიციენტები არ დგინდება.

4.9. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის მაქსიმალური კოეფიციენტის დადგენა, დამკვეთს არ ავალდებულებს სრულად აითვისოს დადგენილი კოეფიციენტი, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს არ ავალდებულებს უპირობოდ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეითანხმოს პროექტ