დანართი
ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის
გეგმარებითი დავალება
ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება შემუშავდა კანონმდებლობით განსაზღვრული წინასაპროექტო კვლევის იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც აუცილებელია დაგეგმარებითი ამოცანებისათვის. წინასაპროექტო კვლევისთვის, დაგეგმარებითი ამოცანებიდან გამომდინარე, ასევე განისაზღვრა სხვა დამატებითი მონაცემები, რაც კანონმდებლობით არ არის მოთხოვნილი, თუმცა დაშვებულია.
ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების მიზანია ქ.ბათუმის თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება.
ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება უნდა შემუშავდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული შემადგენლობის შესაბამისად და დამტკიცდეს ამავე ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.
ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება მოიცავს შემდეგ ნაწილებს.
ზოგადი ნაწი