1. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა’ (ლსზ’) წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სასოფლო-სამეურნეო ზონა’ (სოფზ) წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სარეკრეაციო ზონა’ (რზ’) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის (რზ) ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1):
ა) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება;
ბ) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი – 1000 მ2
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი.
დ) კოეფიციენტები:
დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.6;
დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,3.
5. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2):
ა) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.3;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-მდე
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
6. სპეციალური ზონა’ – (სპეცზ’) წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.
7. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):
ა) შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;
ბ) განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
გ) კოეფიციენტები:
გ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 0,8-მდე;
გ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,3.
8. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 0,6-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,25.
9. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
ა) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 0,6-დან 1,3-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2.
10. საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4):
ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი – 300 მ2;
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი;
დ) კოეფიციენტები:
დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.7;
დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
11. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5):
ა) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 1,3-დან 1,8-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
12. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6):
ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 1,8-დან 2,2-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
13. სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის, ტროტუარებს), მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლების სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს).
14. სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და მოიცავს გზებს, ღია ავტოსადგომებს, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. შესაძლებელია სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2) ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი სამყოფების/სათავსების (მაგ.: აეროსადგურის, საზღვაოსადგურის, ავტოსადგურის, რკინიგზის სადგურის და სხვა) არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):
ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,6;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებლი სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
16. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2):
ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-დან 5,0-მდე;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებლი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
17. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3):
ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;
გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი;
დ) კოეფიციენტები:
დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.7;
დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.
18. სამრეწველო ზონა 1 (ს-1):
ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები;
ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
19. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.
20. სანიტარიული ზონა’ (სანზ’) წარმოადგენს ზონას, რომელიც იცავს სხვა ზონას მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე გააჩნია გამაჯანსაღებელი ფუნქცია.
21. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
22. სამხედრო დანიშნულების ზონა 2 (სდზ-2) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია საწვრთნელი პოლიგონი.
23. თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტ კონკრეტულ ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლო საქმიანობის მიზნით განვითარებისას, არც ერთი ამ ფუნქციური ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს
,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 20.04.2011
მუხლი 12. კონკრეტული ფუნქციური ზონები
თავი II — დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 12. კონკრეტული ფუნქციური ზონები
- მუხლი 4. კონკრეტული ფუნქციური ზონების კოეფიციენტები
- მუხლი 8. კონკრეტული ფუნქციური ზონები და გეგმარებითი პარამეტრები
- მუხლი 5. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L/Y) Y კოეფიციენტის მნიშვნელობა დგინდება შემდეგი მონაცემების თანახმად:
- მუხლი 15. ფუნქციური ზონები
- მუხლი 16. ფუნქციური ზონები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები
- მუხლი 7. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრულ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები და ზონების საზღვრები
- მუხლი 8. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 9. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 10. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 11. ფუნქციური ზონები
- მუხლი 13. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 14. არსებული ზონების ცვლილების პირობები
- მუხლი 15. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობების განსაზღვრა
- მუხლი 16. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია. მისი უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 17. სპეციალური ზონალური შეთანხმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 12, №1-1/1254, 08.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 330.090.020.22.024.012.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78634/muxli-12/