1. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტის თვითოეული ზონის ტერიტორია გამოყოფილ უნდა იქნეს საზღვრებით.
2. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები;
ბ) დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები;
გ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები;
დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები;
ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები;
ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საწარმოო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები;
ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები;
თ) რკინიგზის, მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები.
3. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონების ტერიტორიის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად