და მათი შემადგენლობა
1. ქალაქ რუსთავის ტერიტორიებზე უფლებრივი ზონირება ხორციელდება ქალაქ რუსთავის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი ზონირების დოკუმენტებით.
2. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტებია:
ა) მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტი–ზონირების ზოგადი რუკა;
ბ)  მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტი ზონირების დეტალური რუკა;
3. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტი მოიცავს:
ა) ზოგად ფუნქციურ ზონებს;
ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებს;
გ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს.
4. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტი მოიცავს:
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტებს;
გ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს (ქვეზონებს) და მათდამი ამ თავით წაყენებულ მოთხოვნებს.
დ)     კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს.
5.  მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონების ტერიტორი(ებ)ის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად.
6. უფლებრივი ზონების დადგენისას, როდესაც ხდება ფუნქციური ზონების გადაფარვა კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებით, ასეთი ტერიტორიის საზღვრებში მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის განსაზღვრული რეგულირება.
7. ერთგვაროვანი ზონების გამოყოფა ხორციელდება იმ ფარგლებში, რომლებშიც ტერიტორიის არსებული გეგმარებითი მახასიათებლები და განაშენიანების პარამეტრები შეადგენენ ამ ზონის ტერიტორიის არანაკლებ 75%-ს, თუ სხვა არ არის გათვალისწინებული მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ან/და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით.
8. ტერიტორიებზე, რომლებიც მოქცეულია გეგმარების შემზღუდავი პირობების (მაგ., კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეგულირების, გარემოსა და სანიტარიული დაცვის ზონებში) უპირატესად მოქმედებს ამ ზონებისათვის ნორმატულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები