1. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტების თვითოეული ზონის ტერიტორია გამოყოფილ უნდა იქნეს საზღვრებით.
2. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები;
ბ) ქალაქ რუსთავის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები;
გ) ტერიტორიების ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები;
დ)     დაცული ტერიტორიების საზღვრები;
ე)  კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები;
ვ)  საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საწარმოო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები;
ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები და მათი გეომეტრიული ღერძის ხაზები;
თ)     რკინიგზის, მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები;
ი) ზონების ტერიტორიების განაპირას მდებარე ცალკეული მიწის ნაკვეთების საზღვრები