1. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის რეგლამენტებით დგინდება:
ა) ზონების ტერიტორიებზე განსათავსებლად დასაშვები სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები;
ბ) ზონების ტერიტორიებზე განსათავსებლად დასაშვები ობიექტების ჩამონათვალი.
2. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები უნდა მოიცავდეს:
ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს;
ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან/და მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლეს;
გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს.
3. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები შესაძლებელია ასევე მოიცავდეს:
ა) მაქსიმალურ მაჩვენებლებს განაშენიანების სართულიანობა/სიმაღლისათვის ან/და მოცულობისათვის;
ბ) მიწის ნაკვეთების ფართობ(ებ)ის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომებს;
გ) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);
დ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);
ე) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას;
ვ) განაშენიანების სივრცით-დაგეგმარებითი წყობის პირობებს (მაგ.: შენობების ფასადების ერთი ხაზის გასწვრივ განთავსება, შენობების შეტყუპება, შენობების სიმაღლეების განსაზღვრა, შენობების გადახურვის ტიპის განსაზღვრა და სხვ.);
ზ) სხვა პარამეტრებს, რომელთა მნიშვნელობა და მაჩვენებლები დგინდება განაშენიანების რეგულირების გეგმით და/ან სხვა ნორმატიული აქტებით
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 12. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრულ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
თავი IV — უფლებრივი ზონირების დოკუმენტები, მათი შემადგენლობა და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრულ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები და ზონების საზღვრები
- მუხლი 7. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები და ზონების საზღვრები
- მუხლი 5. უფლებრივი ზონირების რუკები
- მუხლი 5. უფლებრივი ზონირების რუკები
- მუხლი 5. დასახლებათა ტერიტორიების ზონირების დოკუმენტების შემადგენლობა
- მუხლი 21. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა
- მუხლი 7. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
- მუხლი 8. განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა
- მუხლი 9. ქალაქ რუსთავის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების
- მუხლი 10. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტები
- მუხლი 11. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები
- მუხლი 13. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 15. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 16. ფუნქციური ზონები
- მუხლი 18. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-12/