1. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; არსებობის შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.
2. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება ხდება მხოლოდ 2000 მ2 (0.2 ჰა) და მეტი ტერიტორიისათვის.
3. განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს:
ა) ზონირების ნაწილს;
ბ) საინჟინრო ნაწილს;
გ) ტექსტურ ნაწილს;
დ) თემატურ ნაწილს.
4. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით);
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);
ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);
ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს.
5. საინჟინრო ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს:
ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
გ) საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით;
ე) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას.
6. ტექსტური ნაწილი მოიცავს:
ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს;
გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას;
დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას.
7. ისტორიული განაშენიანების დამცავი და რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა, გარდა ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
ა) მოთხოვნებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ.
ა.ა) მოთხოვნებს სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე) ჩარევის შესახებ;
ბ) მოთხოვნებს ტერიტორიების განვითარებისა და ახალმშენებლობის შესახებ:
ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით);
ბ.ბ) ახალმშენებლობის დასაშვები პრამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია);
ბ.გ) მოთხოვნებს საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის თაობაზე.
8. თემატური ნაწილი, გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოიცავდეს თემატურ საკითხებს