1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, თვითმმართველობის ორგანოებთან საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია), რომელიც ექვემდებარება შესაბამისი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს.
2. კომისიის კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს:
ა) საკრებულოებისათვის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა;
ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;
გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა;
დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემის თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მომზადება;
ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოების გადაწყვეტილებათა მომზადება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად;
ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებათა მომზადება;
ზ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის საკრებულოს გადაწყვეტილების მომზადება.
3. კომისიის არსებობის შემთხვევაში, მისი ფუნქცია და უფლებამოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო
,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 20.04.2011
მუხლი 16. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია. მისი უფლებები და მოვალეობები
თავი II — დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია, მისი უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 18. ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- მუხლი 4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
- მუხლი 24. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
- მუხლი 10. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო
- მუხლი 21. ქალაქის განაშენიანების წესების მოთხოვნების რეალიზაციისა და დაცვის უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 11. ფუნქციური ზონები
- მუხლი 12. კონკრეტული ფუნქციური ზონები
- მუხლი 13. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 14. არსებული ზონების ცვლილების პირობები
- მუხლი 15. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობების განსაზღვრა
- მუხლი 17. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 18. ამ თავის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა
- მუხლი 19. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემადგენლობა
- მუხლი 20. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
- მუხლი 21. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 16, №1-1/1254, 08.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 330.090.020.22.024.012.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78634/muxli-16/