1. არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და, შესაბამისად, საჭიროებს იგივე პროცედურების გავლას, რაც „დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევები.
2. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული ზოგადი ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების ცვლილება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად;
ბ) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონების, გარდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად;
გ) ამ თავით განსაზღვრული სამრეწველო ზონა 1-ის, საზოგადოებრივ-საქმიანი და საცხოვრებელი ზონების ცვლილება სასოფლო-სამეურნეო ზონად;
დ) სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების ცვლილება საცხოვრებელ ან სატრანსპორტო ზონად.
3. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად:
ა) სამრეწველო ზონა 2 (ს-2)-ის ცვლილება სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ად;
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1 (სსზ-1)-ად;
გ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)-ის ცვლილება ყველა სხვა საცხოვრებელ ზონად, გარდა საცხოვრე-ბელი ზონა 4 (სზ-4)-ისა და საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)-ისა;
დ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5)-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 3 (სზ-3)-ად და საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ად;
ე) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3)-ის ცვლილება საცხოვრებელ ზონა 2 (სზ-2)-ად
,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 20.04.2011
მუხლი 14. არსებული ზონების ცვლილების პირობები
თავი II — დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 9. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 10. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 11. ფუნქციური ზონები
- მუხლი 12. კონკრეტული ფუნქციური ზონები
- მუხლი 13. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 15. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობების განსაზღვრა
- მუხლი 16. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია. მისი უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 17. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 18. ამ თავის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა
- მუხლი 19. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემადგენლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 14, №1-1/1254, 08.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 330.090.020.22.024.012.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78634/muxli-14/