1. სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს ფუნქციურ ზონაში ან/და ქვეზონაში, სადაც ნორმატიული რეჟიმის თანახმად ნებადართულია მშენებლობა.

2. ქალაქთმშენებლობით გეგმებით სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები:

ა) საცხოვრებელი ზონა (სზ);

ბ) შერეული ზონა (შზ);

გ) ინდუსტრიული ზონა (იზ);

დ) სპეციალური ზონა (სპზ);

3. ქალაქთმშენებლობითი გეგმებით სამშენებლო ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი სამშენებლო ქვეზონები:

ა) სააგარაკე- საცხოვრებელი ზონა (სზ-1);

ბ) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2);

გ) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3);

დ) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4);

ე) სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1);

ვ) ცენტრის ზონა (შზ-2);

ზ) საქმიანი ზონა (შზ-3);

თ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4);

ი) კომერციული ზონა (შზ-5);

კ) საწარმოო ზონა (იზ-1);

ლ) სამრეწველო ზონა (იზ-2);

მ) კლასტერების ზონა (სპზ-1);

ნ) სპეციალური ზონა (სპზ-2).

4. ქალაქთმშენებლობითი გეგმით სამშენებლო ტერიტორიაზე შესაძლებელია დადგინდეს განსხვავებული ზონა ან/და ქვეზონ