1. სააგარაკე-საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ქვეზონას, სადაც დომინირებს სეზონური დასასვენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.

2. ნებადართული სახეობებია:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);

ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;

გ) საოჯახო (არასამეწარმეო) საბაღე და საბოსტნე მეურნეობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა (მათ შორის, ორანჟერეა და სათბური), სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

დ) მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;

ე) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

ვ) კვების და საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას;

ზ) საოჯახო სასტუმრო;

თ) ღია სასპორტო ობიექტები.

3. საგამონაკლისო წესით შეიძლება აგრეთვე დასაშვები იყოს:

ა) რელიგიური/საკულტო ობიექტი;

ბ) სასტუმრო;

გ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტ