საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლევათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან. ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლევათ უვადო სარგებლობაშ