შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად.
შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
თ ა ვ ი XXI
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცე