ნაკრძალების მიწებს მიეკუთვნება დადგენილი წესით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფარგლებში იმყოფება განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული ღირებულების ბუნებრივი ობიექტები (ტიპიური ან იშვიათი ლანდშაფტები, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, იშვიათი გეოლოგიური წარმონაქმნები, მცენარეების, ცხოველების სახეობები და ა. შ.).
ნაკრძალების მიწებს ამორიცხავენ სამეურნეო მოხმარებიდან. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არღვევს ნაკრძალების ბუნებრივ კომპლექსებს ან საფრთხეს უქმნის განსაკუთრებული ღირებულების სამეცნიერო ან კულტურული ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, აკრძალულია როგორც ნაკრძალების ტერიტორიაზე, ასევე ნაკრძალების ირგვლივ დაწესებულ საცავი ზონის ფარგლებშ