საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში.
ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე.
ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ.
კ ა რ ი IV
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწე