სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა არასასოფლო-სამეურნეო-საწარმოები და დაწესებულებები,სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში აძლევენ მათ მიერ გამოუყენებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, იმ პირობითა და იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილება მიუთითებს მიწის ნაკვეთის გამოყოფის ვადას, მის ოდენობას, აგრეთვე მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 1