1. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს „კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1994-2004 წლების პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიას, გარდა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიებისა.
2. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება