1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა და აღდგენა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ე) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა, მოვლა და აღდგენა
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 38. კინტრიშის ეროვნული პარკის ფუნქციური ზონები
- მუხლი 6. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. გარდაბნის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
- მუხლი 6. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალ
- მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა
- მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს დაცვა გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 6. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 3, №729, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80344/muxli-3-4/