1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად იმერეთის მღვიმეების ტერიტორიის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმის და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნ