1. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 14144,58 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-6, მე-7 და მე-9 მუხლებით, მათ შორის თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მთლიან მონაკვეთს, საავტომობილო გზის შუა ნაწილიდან 30-30 მეტრს ორივე მხარეს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით, ვოლიერების მოწყობისა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული საშეშე მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არა უმეტეს 53 ან 73 საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;
რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრისა.
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა არ ხორციელდება „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე.
4. ტურისტული ბილიკებისა და გზების გასწვრივ სპეციალურად დაგეგმილ მარშრუტებზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის გარშემო 50 მეტრის სიგანეზე დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა, ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით, ხეების მოჭრა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობ