1. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 15,1 ჰა ფართობს და მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის მე-11 სატაქსაციო უბანს და №60 კვარტალის მე-12 სატაქსაციო უბანს, გურგენიანის სატყეოს №19 კვარტალის №14 სატაქსაციო უბანს, №21 კვარტალის № 22 სატაქსაციო უბანს, №22 კვარტალის №15 სატაქსაციო უბანს, №27 კვარტალის №№6 და 7 სატაქსაციო უბნებს და №28 კვარტალის №10 სატაქსაციო უბანს.
2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – ადმინისტრაციული ეზო, თავლა, რეინჯერთა თავშესაფარი, საპატრულე ცხენებისთვის საძოვარი, სათიბი და ცხენების საკვებისათვის მარცვლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით სახნავი მიწის ფართობი.
3. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
მ) ფეხით და ცხენით გადაადგილება;
ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;
ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;
რ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

დანართი 9
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წეს