1. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 100,8 ჰექტარს, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის №№3, 5 და 7 სატაქსაციო უბნებს, და №56 კვარტალის №№11 და 12 სატაქსაციო უბნებს.
2. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მოვლა და აღდგენა;
ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ლ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;
მ) დაცვისა და ეკოტურიზმისა და რეკრიაციისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ნ) გადაადგილება ფეხით და ცხენით;
ო) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;
პ) სანიტარიული ჭრა ლაგოდეხის აღკვეთილის საზღვართან არსებული დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით;
ჟ) ვიზიტორთა ზონაში ყოფნის პერიოდში ვიზიტორთა მიერ პირადი მოხმარების მიზნით სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება;
რ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;
ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება
მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 8, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-8/