1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლისა და აღდგენის, ამ რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პრობების შექმნა;
ე) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა
მუხლი 3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 32. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში (სსმ III,
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
- მუხლი 4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება
- მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 3, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-3-2/