1. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 2040,1 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა.
2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
მ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;
ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;
რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა;
ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიო-მასალების მომზადება;
ტ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილმოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები
მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა
- მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 8. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 7. ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება
- მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 9, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-9/