1. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 4681 .4 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა.
2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
მ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
ნ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
პ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;
ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სოციალური ჭრების (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ 3 საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;
ჟ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა;
რ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.
დანართი 15
ტექნიკური რეგლამენტი - ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე