1. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 2 985,96 ჰექტარ ფართობს.

2. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა);

ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებ