1. ილტოს აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს   6 971 ჰექტარს.

2. ილტოს აღკვეთილში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ე) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

კ) ფეხით და ცხენით გადაადგილება;

ლ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

მ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა  და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ო) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობ