1. აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.
2. ივრის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1309,4 ჰა ფართობს, რომლებიც წარმოდგენილია ივრის აღკვეთილის ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც არ შედის ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა.
3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;
რ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;
ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;
ტ) ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა;
უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები
მუხლი 7. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა
- მუხლი 7. ივრის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
- მუხლი 7. ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 7. ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. ივრის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
- მუხლი 6. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 7, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-7-3/