1. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.
2. ყორუღის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1946,6 ჰა ფართობს, რომლიც წარმოდგენილია ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც არ შედის ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონები.
3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;
რ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა; სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;
ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;
ტ) ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა.
უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.
დანართი 11
ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წეს