1, აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილებისა;
პ) გზების და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ჟ) აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არა უმეტეს 53 საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აჯამეთის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, ზეხმელი, სოკოვანი და მავნებელების მიერ ძლიერ დაზიანებული ხეები.
დანართი 10
ტექნიკური რეგლამენტი - ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების
დროებითი რეგულირების წე