1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს 331,25 ჰექტარს.

2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა განსაზღვრულია  ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტით.

3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია მხოლოდ შემდეგი საქმიანობები:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისა, მათ შორის,  დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობ