2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის სრული დასახელება: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილებისგან.

5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141