1.სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილებები, სამსახურის ხელმძღვანელო