ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა შესაბამის სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებასთან ერთად;

გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

დ) მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის  ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი სისტემატიზაცია, ანალიზი და გავრცელება;

ზ) მიზნობრივ ჯგუფებში (ინვალიდები,მარტოხელა მოქალაქეები, დევნილები, სტიქიით დაზარალებულები და სხვა) სოციალური დახმარების ხელშეწყობა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაცემების შეგროვება და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; მათ შორის „სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული უფლებამოსილების განხორციელება;

ი) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენა და მისი უზრუნველყოფა; მათ შორის ბავშთა უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებზე - დევნილებზე, ეკომიგრანტებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებათა პაკეტის შემუშავება;

ლ) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, ეკომიგრანტთა სოციალურ პრობლემათა შესწავლა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

მ) მუნიციპალიტეტში მიგრაციული ნაკადების რეგულირებისა და მიგრაციული პროცესების განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობა;

ნ) ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“,  ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა აღრიცხვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის სხვა სამსახურებთან ერთად სარიტუალო მომსახურება, ხანდაზმულობის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება;

პ) საბრძოლო დიდების მემორიალების, ძმათა სასაფლაოების,ომში დაღუპულ მებრძოლთა საფლავების მოვლა-პატრონობა;

ჟ)   უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება,  მათი რეგისტრაცია და შესაბამისი ბაზის შექმნა;

რ) მოქალაქეთა  განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი  რეაგირება;

ს) უზრუნველყოფს მერის, მერის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა  ფუნქციებს;

უ) თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ფ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილია შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადება;

ქ) თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება სამსახურის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

ღ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

ყ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტები;

შ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები და პროგრამების პროექტები;

ც) განახორციელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა შესრულებაზე კონტროლი;

ძ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

თავი IIIსამსახურის ხელმძღვანელობ