1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის, ამ წესის შესაბამისად, მიმართვის უფლება აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით.
2. ამ წესის შესაბამისად, დასახლების შექმნის/ გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების წინადადება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ინიციატივის შემუშავების მიზნით, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს