1.დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის

საკრებულოსათვის წარდგენის უფლება აქვს:

ა)  არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქეს;

ბ)  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ)  ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“

ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრებას;

დ)  მუნიციპალიტეტის მერს;

ე)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

2.   დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა)  დასახლების შექმნის/გაუქმების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ)  ახალი დასახლებ(ებ)ის სავარაუდო სახელწოდება;

გ)  დასახლებ(ებ)ის სავარაუდო კატეგორიის შესახებ წინადადება და შესაბამისი

დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს  ორგანულ კანონთან „ადგილობრივი

თვითმმართველობის კოდექსთან“  შესაბამისობის თაობაზე;

დ)  დასახლების შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის თანხმობა

იმის შესახებ, რომ გამოხატავენ თანხმობას, დასახლებაში რეგისტრაციის თაობაზე;

ე)  ამ მუხლის პირველი პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,დასახლების საერთო კრების ოქმი;

ვ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2  პუნქტის  „ა“ -„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ  მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის დასახლებაში/დსახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოს იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც შექმნა/გაუქმება ეხება. მუნიციპალიტეტის მერი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

5.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის შემთხვევაში, მერის წინადადებას თან ერთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და  მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცის ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს  ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა)  წინადადების მოწონების შესახებ;

ბ)  წინადადების  მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ქობულეთის   მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასკვნის მიღების მიზნით, მიმართავს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ  სამთავრობო კმისიას (შემდგომში-სამთავრობო კომისია).

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, სამთავრობო კომისიისგან მიღებულ ამ მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრულ შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9.   სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ

დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში  გამოხატავენ თანხმობას დასახლებაში/დასახლებებში

რეგისტრაციის თაობაზე;

გ)  შესაქმნელი დასახლებ(ებ)ის სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებითა და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლებ(ებ)ის ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე)   98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების  შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

10.  შესაბამისი სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ  მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11.შესაბამისი სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

12.   ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13.  დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, დასახლებ(ებ)ის სახელწოდებისა და კოორდინატების მითითებით, მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახი