1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთაარანაკლებ 20 პროცენტს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას;

2. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა)  დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანული კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ’“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია არ იმართება. მუნიციპალიტეტის მერი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მერის წინადადებას თან ერთვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლი მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეთა კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა)  წინადადების მოწონების შესახებ;

ბ)  წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

7. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის  შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

8. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა)  დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის საჭიროების მოტივაცია

და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი

თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობის თაობაზე;

ბ)  ინფორმაცია იმ  დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა      რაოდენობის შესახებ, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს;

გ)  იმ დასახლების სახელი, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის კატეგორიის მინიჭება/შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

9. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობას და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

11. ამ  მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

12. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღებ ა საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახი