1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა;

გ)   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების

შექმნისა და შესაბამისი კატეგორიის  მინიჭების შესახებ ინიციატივა.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების გაუქმების საფუძველია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი

ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ

დასახლებად  გაყოფა;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების გაუქმების

შესახებ ინიციატივა;

დ) სამინისტროს საკუთარი ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივა იმ დასახლების

გაუქმების    თაობაზე, რომელშიც ამ წესის ამოქმედებიდან 4 წელი არავინ არ არის

რეგისტრირებული;

ე)   ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევ