1. შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საქართველოს მთავრობას დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ (შემდგომში - ინიციატივა).

2.   სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივას თან უნდა დაერთოს:

ა)  დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის

მინიჭება/შეცვლის, დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და

დასაბუთება;

ბ)  ინფორმაცია  იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქათა რაოდენობის შესახებ, რომლის გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა ან ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს;

გ) დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქის წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი გამოხატავენ თანხმობას, დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში, მასში რეგისტრაციის თაობაზე;

დ)  იმ დასახლებ(ებ)ის სახელი, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა, ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი; საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს  X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

ე)  მუნიციპალიტეტის კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია.

3.   მუნიციპალიტეტთან კონსულტაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს და იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ფორმით, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს.

4.   სამინისტრო მოქალაქეებთან კონსულტაციის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, მოიწვიოს დასახლების საერთო კრება ან/და მოქალაქეებთან კონსულტაცია გამართოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

6. მუნიციპალიტეტის მერი, ამ მუხლის შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას სამინისტროს მიმართვიდან - 45 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის მერის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასახლების/დასახლებების მოსახლეობასთან კონსულტაციას სამინისტრო მართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას. მუნიციპალიტეტის აღნიშნული დოკუმენტაცია და სამინიტროს თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გამართულად ითვლება.

8. დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხევაში, სამინისტრო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სამთავრობო კომისიის დასკვნა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე.

9. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისა