1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოიცავს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,დასახლების დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული საზღვარი დადგენილი არ არის, აგრეთვე - მის დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი იმავდროულად არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი.

2.   დასახლების ადმინტრაციული საზღვარის შეცვლის თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა არანაკლებ 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;

გ) დასახლების საერთო კრებას;

დ) მუნიციპალიტეტის მერს;

ე)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს.

3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) დასახლების სახელწოდება;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების

საერთო კრების ოქმი;

დ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, წინადადების განხილვამდე შესაბამის დასახლებაში/ დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის მერს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიცირებულია  დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც საზღვრის ცვლილება ეხება. მუნიციპალიტეტის მერი კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 45 დღისა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მერის წინადადებას თან ერთვის სქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს  ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წინადადების მოწონების შესახებ;

ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ.

8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს.

9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლის ადმინისტრაციული საზღვრებიც უნდა შეიცვალოს;

გ)  დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებით ე.წ პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;

დ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ე)  ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს.

10.   სამინისტრო  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს.

12. ამ მუხლის მე-10  პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

13. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის  შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით.

14. თუ დასახლების შესაცველი ადმინისტრაციული საზღვარი იმავე დროს არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი, დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი  დგინდება/იცვლება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესი