1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თვითმართველი თემის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის პირობებსა და პროცედურას.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასახლების შექმნა/გაუქმება ან მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, მუნიციპალიტეტის შექმნას/გაუქმებას, ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით’’ დადგენილი წესით